www.amh-online.de

CRAFT - სტაჟიორები და სპეციალისტები თიურინგიის მხარეში სახელობო დარგისთვის

ევროპის სოციალური ფონდის პლუს-ის დაფინანსებით თიურინგიის მხარე ახორციელებს პროექტის მხარდაჭერას

ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ

გსურს დაეუფლო პროფესიულ განათლებას თიურინგიის მხარეში სახელობო დარგში? ან გაქვს მიღებული განათლება და უკვე ხარ საქართველოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული და სახელობო დარგის სპეციალისტი?

წარმოგიდგენია ხანგრძლივი დროით თიურინგიის მხარეში ცხოვრება და მუშაობა? მაშინ ერფურტის სახელობო პალატის CRAFT -ის პროექტი შენთვისაა.

პროექტი ფინანსდება თიურინგიის მიწის ევროპული სოციალური ფონდის ფინანსებით. სწორედ ამიტომ შენთვის მონაწილეობის მიღება უფასოა.

პროექტის მიზანია მოვიძიოთ პროფესიული განათლებით და დასაქმებით დაინტერესებული პირები ვიეტნამიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და ყაზახეთიდან თიურინგიის მხარის სახელობო პალატისთვის, შუამდგომლობა გავუწიოთ მათ და მოვიზიდოთ ისინი.



ჩვენ გთავაზობთ:

  • შუამდგომლობას პროფესიული განათლების და დასაქმების კუთხით სახელობო საწარმოებთან ჩრდილო და შუა თიურინგიაში.
  • საწარმოებსა და სტაჟიორებს/სპეციალისტებს შორის ონლაინ გასაუბრებების ორგანიზება
  • სავიზო პროცესში დახმარება და თანადგომა
  • განათლებამიღებული სპეციალისტების საგანმანათლებლო დოკუმენტაციის აღიარების პროცესში დახმარება და თანადგომა
  • საწყის საორიენტაციო პერიოდში დახმარება (ბინის მოძიება, ბიუროკრატიული საკითხები, საბანკო ანგარიშის გახსნა)
  • პროფესიული განათლების დაუფლების პერიოდში და საწარმოში ინტეგრაციის პროცესში თანადგომა
სასწავლო პროფესიებიმონაწილეობის პირობები
  • გერმანიაში მხოლოდ სახელობო სფეროში 130 სასწავლო პროფესიაა (მაგ: ელექტრომექანიკოსი, ავტომექანიკოსი, მეტალურგი, სახურავის ხელოსანი, შენობის დასუფთავების სპეციალისტი, პროფესიონალი გამყიდველი, კბილის ტექნიკოსი და ა.შ.)
  • დასაქმების ან პროფესიული განათლების მიმართულებით ვაკანსიებზე განცხადებების გაგზავნა ხდება მითითებულ ელექტრონულ მისამართზე
  • საცხოვრებლის რეგისტრირებული მისამართი საქართველოში
  • თიურინგიის მხარეში ხანგრძლივი პერიოდით ცხოვრების და მუშაობის მოტივაცია სტაჟიორებისთვის
  • საშუალო სკოლის ატესტატი
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
  • განათლებამიღებული სპეციალისტებისთვის
  • სახელობო პროფესიაში სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი
  • მინიმალური ორწლიანი პროფესიული გამოცდილება
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე

 პროექტის მიმდინარეობა

1.       მოსამზადებელი ეტაპი  საქართველოში

         ა. კონტაქტის დამყარება პროექტის თანამშრომლებთან  ან მათ ადგილობრივ პარტნიორებთან და განაცხადის             დოკუმენტაციის მიწოდება

         ბ. CRAFT-ის თანამშრომლებთან პირველადი შესარჩევი გასაუბრება

         გ. ონლაინ გასაუბრება სახელობო საწარმოსთან

         დ. განაცხადი აღიარების პროცედურებზე (მხოლოდ განათლებამიღებული სპეციალისტებისთვის)

         ე. სავიზო განაცხადის შეტანა

2.       სამუშაო ინტეგრაცია გერმანულ საწარმოში

პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯები

პროექტში მონაწილეობის ყველა ეტაპი უფასოა. ჩვენ გერმანიაშიც ჩვენი კომპეტენციებით შენს განკარგულებაში ვართ ყოველგვარი საფასურის გარეშე და გეხმარებით ინტეგრაციის პერიოდში.

უფასო მომსახურება არ ვრცელდება იმ ხარჯებზე, რომლებიც  წარმოიშობა მესამე მხარის მომსახურების შედეგად, მათ შორის მაგ:,  ენის  B1 დონემდე შესწავლისა და მასთან დაკავშირებული კონსულტაციის ხარჯები, სავიზო მოსაკრებელი, მგზავრობის ხარჯები/ თვითმფრინავის  ბილეთები, სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა, თარგმანის ხარჯები და აღიარების საფასური.

კითხვების შემთხვევაში მიმართე ჩვენი  პროექტის თანამშრომლებს.

Craft-ის პროექტში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმულარი

გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ინფორმაცია

პროექტ CRAFT-ში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმულარი

Mit * gekennzeichnete Felder sind Pflichtfelder!

HWK EF

Undine Zentgraf

Projektmitarbeit CRAFT

Fischmarkt 13

99084 Erfurt

Tel. 0361 / 67 07 - 5456

uzentgraf--at--hwk-erfurt.de